მე ტუბერკულოზს არასოდეს არ ვენდობი, სპიდს არ ვენდობი, არ ვენდობი კოვიდს, არ ვენდობი, იმიტომ რომ ის დამაზიანებელი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში. ნაციონალურ მოძრაობას არ ვენდობი. რა ვქნა? მომკალი, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში.
"კიდევ ერთხელ ვამომბ. პოლიტიკური ვაქცინაცია რო იყოს საჭირო, ამ მოძრაობის წინააღმდეგ პოლიტიკურ ვაქცინაციას ჩავატარებდი. პოლიტიკურს, ვაქცინაციას. ჩემი ნება რომ იყოს პოლიტიკურ ვაქცინაციას ჩავატარებდი, რა ვთქვი ამაში ცუდი. მე ავიცრიდი მაგათ წინააღმდეგ, ჩემს თავს ავიცრიდი, მაგათ კი არ ავცრიდი. მე აცრილი ვარ, შეიარაღებული ვარ, მე არ დამემართება ნაციონალური მოძრაობა, ამიტომ მოსახლეობას მივმართავ, თუ გინდათ, რომ კარგად იყოთ, აიცერით რა, კოვიდის გარდა, "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო ვაქცინით", - თქვა კახაძემ.