"აჭარის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ "კანონპროექტში ცვლილებები შედის.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ვაჟა ბოლქვაძის განმარტებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონებში მონაწილეობის მიღება ინვესტორს ინტერნეტითაც შეეძლება.
"ამ სახით პრივატიზაციის პროცესი უფრო მოქნილი და გამჭვირვალე იქნება", -აღნიშნა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა.