უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ზელენსკიმ მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.
ზელენსკის თქმით, საუბარი მიხეილ სააკაშვილსა და მისი უფლებების დაცვას შეეხებოდა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარში ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. მივმართე მიხეილ სააკაშვილის დედის, ნათესავებისა და უკრაინელი ექიმების მასთან დაშვების თხოვნით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ოდნავ მოგვიანებით, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამაც.