ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას ეხმიანება.
კრამონი სავალალოს უწოდებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ კადრების გავრცელებას.
"საქართველო შეძრწუნებულია ციხეში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. საქართველოს მთავრობის მიერ ამ კადრების გავრცელება სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და "ქართული ოცნება" უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს, - წერს კრამონი.
ამავე დროს, ევროპარლამენტარი კრამონი მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობა.
"მიხეილ სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზირებულ სასამართლო პროცესს. საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და უკანგადადგმული ნაბიჯები დემოკრატიის მიმართულებით. საქართველო უკეთესს იმსახურებს", - წერს ვიოლა ფონ კრამონი.