"დღევანდელი კადრები კი გაგრძელებაა ივანიშვილის რეჟიმის ინტერესების, რომელიც ქვეყნის შიგნით შავბნელ ძალებს და ქვეყნის გარეთ ჩვენი ქვეყნის მტერს ახარებს", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
"მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენი და სამარცხვინო გადაწყვეტილების მიზანიაშკარად იყო პოლიტიკური დამცირება, დაშინება, რევანში ამ კრიმინალური კულტურის, რომელსაც ეყრდნობა ივანიშვილის რეჟიმი. დღევანდელი კადრები კი გაგრძელებაა ამ ყველაფრის, რომელიც ქვეყნის შიგნით შავბნელ ძალებს და ქვეყნის გარეთ ჩვენი ქვეყნის მტერს ახარებს და აქ პრეზიდენტის პერსონაზე კიარაა ლაპარაკი, ლაპარაკია ქვეყნის ინტერესებზე, სამოქალაქო მშვიდობასა და ქვეყნის მომავალზე", - განაცხადა ბოკერიამ.