ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ამ მოლენების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით გარკვეული წუხილები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირი დიდი ყურადღებას აქცევს საქართველოში ზოგიერთ ინსტიტუტს.
„სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც შეიქმნა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ მივესალმებით. ვფიქრობ, ეს ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს, რადგან არც დიპლომატები და არაც პოლიტიკოსები არ არიან ექიმები, რათა სამედიცინო რჩევა გასცენ. ვიმედოვნებ, ის მუშაობის გაგრძელებას შეძლებს. ასევე აღვნიშნავ იმ განსაკუთრებულ როლს, რომელსაც ასრულებს სახალხო დამცველი კონსტიტუციის ფარგლებში ამ საქმის ზედამხედველობის, რჩევებისა და შეფასებების გაცემის კუთხით, რასაც ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ. მსურს, აღვნიშნო სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, რომელმაც გასცა ძალიან კარგ რჩევები და რეკომენდაციები პატიმრის უფლებებთან დაკავშირებით, რასაც ვაფასებთ. რაც შეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მჯერა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები შესრულდეს და განხორციელდეს სრულად, სწორედ ამას ველოდებით. რაც შეეხება პატიმართა უფლებებსა და სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებებს, ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენებს და შექმნილ ვითარებას, მათ შორის ის, რაც სახალხო დამცველისგან, თავად ბატონი სააკაშვილისგან გავიგეთ გლდანის ციხის საავადმყოფოში მის გადაყვანასთან დაკავშირებით. ასევე ვიხილეთ მის საკანში გადაღებული კადრები, ეს ყველაფერი ჩვენთვის კითხვებს აჩენს და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საქმეში, როგორც საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სრული პატივისცემა“, – განაცხადა ჰარცელმა.