"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმიანება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შესახლებას ასახავს.
დეკანოიძის განცხადებით, ამ კადრებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობას და წამებას ჰქონდა ადგილი.
"1. ეს კადრები არის ხელისუფლების საწინააღმდეგო, რაც პირდაპირ ამხელს მათ ძალადობაში.
2. სტრასბურგმა რაც დაავალდებულა ინფორმაციის მიწოდებაზე, თუ რა ღონისძიებები ტარდება მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისთვის - მიაწოდეს. როგორ ძალადობენ პრეზიდენტზე;
3. ეს კადრები მალე თვითონ გაუსაჯაროვდებოდათ, იცოდნენ ამის შესახებ და დაასწრეს. ბოლომდე დაადასტურეს არაადამიანური მოპყრობა და წამება.
4. ივანიშვილის ფბ-ზე დადეს კადრები. ეს ადასტურებს, რომ პირადად ივანიშვილია ჩართული ამ შურისძიებაში. ვაგრძელებთ პროტესტს", - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.