ძალიან უღირსად მოიქცნენ, მათ შორის, ქურდული კანონებითაც. იმიტომ რომ ციხეში და ქურდულ სამყაროში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლისადმი ეგეთი მოპყრობა არ მოსულა, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში იმ მსჯავრდებულების მისამართით, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხეში გინებით შეხვდნენ.
"ზოგი, დარწმუნებული ვარ, გამოვა იქიდან და ღირსეულად გააგრძელებს ცხოვრებას. ზოგმა, შეიძლება ეს ვერ შეძლოს. მე არ ვთვლი, რომ ის ადამიანები, ვინც იქ არიან, საზოგადოებამ უნდა მოიკვეთოს, მაგრამ დღეს ისინი არიან მსჯავრდებულები და სხვათა შორის, ძალიან უღირსად მოიქცნენ, მათ შორის, ქურდული კანონებითაც. იმიტომ რომ ციხეში და ქურდულ სამყაროში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლისადმი ეგეთი მოპყრობა, არ მოსულა. არ არის აუცილებელი, რომელიმე სამყაროს წევრი იყო, რომ ელემენტარული რაღაცეები იცოდე. ძალიან კარგად ვიცი. ეს არის ქვეყანა და ხელისუფლება, რომელიც არც პოლიტიკური, არც მორალური, არც ქრისტიანული, არც დემოკრატიული და ქურდული კანონებითაც კი არ მართავს ქვეყანას. ეს არის ხელისუფლება, რომელიც მართავს და ცდილობს, რომ მართოს ქვეყანა იმ ძველი ბიჭებით, რომლებიც ვითომ ძველი ბიჭები არიან და თან პოლიციასთან არიან შეკრულები. ეს აბსოლუტური კატასტროფაა, სრული რღვევაა ყველაფრის", - თქვა ბურჯანაძემ.