ხვალ, 14:00 საათზე, გელოდებით ვაჟა-ფშაველას ძეგლთან - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ნიკა მელიას თქმით, დღეს, გომელაურის უწყებამ 46-მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, რომელთა შორისაც დეპუტატები, პოლიტიკოსები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებიც არიან.
"ველოდებით ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელარუსს. დღეს იყო კალკით გადმოტანის მცდელობა იმ ყველაფრისა, რასაც სჩადიან პუტინი და ლუკაშენკო თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ", - თქვა ნიკა მელიამ.
მელიას განცხადებითვე, ოპოზიციას მასობრივი დაჭერები ვერ გააჩერებს და პროტესტი თანდათან კიდევ უფრო მძლავრი და მასშტაბური გახდება.