"ნატოსკენ მიმავალ გზაზე პოლონეთი საქართველოს მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება", - ეს განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ბრანისლავ კომაროვსკიმ პარლამენტის თავმჯომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ვარშავაში დასრულებული შეხვედრის შემდეგ, კომაროვსკიმ აღნიშნა, რომ ლისაბონის ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხს მხარს დაუჭერს.
ცნობისათვის: ბაქრაძე პირველი ქართველი პოლიტიკოსია, ვინც ბრანისლავ კომაროვსკისთან პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეხვედრა გამართა.
დღესვე, დავით ბაქრაძე პოლონეთის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის თავმჯდომარესაც შეხვდა.