მოსამართლის შეურაცხყოფის გამო, გიგი უგულავას სასამართლოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს
გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა.
„რას აკეთებთ ხალხო? სასამართლოს რა თქმა უნდა, შეუძლია, მოყვანის გარეშე გაასამართლოს, თქვენ ახლა აფურთხებთ კონსტიტუციას“, – მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლეს.
ამასთან, მოსამართლემ უგულავას უთხრა, რომ სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებდა.
„თქვენ ახლა შენიშვნას მოგცემთ, თქვენ აყენებთ შეურაცხყოფას სასამართლოს. მანდატურებმა უზრუნველყონ დაატოვებინონ გიორგი უგულავას სხდომათა დარბაზი“, – აღნიშნა მოსამართლემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის საქმის განიხილა ხმაური ფონზე მიმდინარეობს. დაცვის მხარე პროცესის საჯაროობას ითხოვს.