ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ მედიაციის ახალ რაუნდს არ დაელოდონ.
კალიურანდის განმარტებით, საქართველოში არსებული პრობლემების გადაჭრის გასაღები არა ევროკავშირში, არამედ თბილისში, ქართველი პოლიტიკოსების ხელშია.
"ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ, ფასილიტაცია გაგიწიოთ, მხარი დაგიჭიროთ. ასეთია, მაგალითად, ჟან მონეს დიალოგი, რომელიც ფასილიტაციის და თანამშრორმლობის ერთ-ერთი გზაა საქართველოს პარლამენტთან. იქნება თუ არა მედიაციის კიდევ ერთი რაუნდი? სპეკულაციებს არ დავიწყებ. ეს ჩემი პირადი შეხედულებაა, მე არ ველოდები. ჩემი შეთავაზებაა, რომ მედიაციის ახალ რაუნდს არ დაელოდოთ. ევროკავშირის ჩართულობა მედიაციაში იყო ძალიან ღრმა, მაგრამ ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ საკითხების თავად გადაჭრა. საქართველო არ შეიძლება ევროკავშირზე დამოკიდებული იყოს პოლიტიკურ პოლარიზაციასთან და რეფორმებთან დაკავშირებით. ქართველი პოლიტიკოსები უნდა გაერთიანდნენ და რეფორმების კეთება დაიწყონ“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.