საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ განახორციელონ ეს ვალდებულებები და პრობლემები გადაჭრან, რაც მისცემს საშუალებას საქართველოს, რომ განვითარდეს და მისი პოტენციალი სრულად განავითაროს. პოლარიზაცია არის მუდმივი პრობლემა საქართველოსთვის, არჩევნების კონტექსტში ეს პოლიტიკურ კრიზისს უფრო ამწვავებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა ვებინარზე ევროპარლამენტარების მონაწილეობით.
„როგორ საქართველოს ახლო პარტნიორი, ევროკავშირი მჭიდროდ იყო ჩართული წლების განმავლობაში დემოკრატიული პროგრესის გზაზე, როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე სხვა რეფორმების კუთხით. ჩვენ მხარს ვუჭერდით, როგორც მედიას სადამკვირვებლო კუთხით, ასევე დიალოგი და მედიაცია ყოფილიყო ამ ორ მხარეს შორის. ჩვენი ჩართულობით მოხდა 19 აპრილის შეთანხმების გაფორმება, რომელმაც აჩვენა გზა, რომ განმუხტულიყო ეს სიტუაცია. ეს შეთანხმება მოიცავს მონახაზს, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ განახორციელონ ეს ვალდებულებები და პრობლემები გადაჭრან, რაც მისცემს საშუალებას საქართველოს, რომ განვითარდეს და მისი პოტენციალი სრულად განავითაროს. პოლარიზაცია არის მუდმივი პრობლემა საქართველოსთვის, არჩევნების კონტექსტში ეს პოლიტიკურ კრიზისს უფრო ამწვავებს. განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი თავი დაიწყო ქვეყნის ცხოვრებაში. ეს შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და მისი პოლიტიკური ბოიკოტი ვერ გადაჭრიდა ამ გამოწვევებს, რაც საქართველოს წინაშე იყო, რადგანაც შემდგომი დემოკრატიული რეფორმები არის გასატარებელი. მიუხედავად ამისა, რაც აქ არის, 19 აპრილის შეთანხმება არის წარმატება. ეს არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს დიალოგი და კომპრომისით მიაღწიო შედეგს, რათა შეცვალო მიდგომა – „გამარჯვებული ყველაფერს მიიღებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.