თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია დაიწყო. სიტყვით გამოსვლისას, ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ დღეიდან საპროტესტო უწყვეტი აქციები დაიწყება და გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ და რიგგარეშე არჩევნებს არ ჩანიშნავენ.
ნიკა მელიამ ასევე თქვა, რომ ხელისუფლება პროვოკაციებს განზრახ აწყობს, რათა ხალხმა შეცდომა დაუშვას.
მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა აქციის დაწყებამდე, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში.
"ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველა ზღვარი, ყველა წითელი ხაზი, მორალური, ზნეობრივი, აქ პოლიტიკაზე საუბარი აღარ არის. ხელისუფლება ჩვენ არ გვყავს, ეს არის რეჟიმი, ბანდიტებით დაკომპლექტებული, რომელსაც არაფრად მიაჩნია კანონი, საერთოდ არაფრად მიაჩნია კონსტიტუცია, როცა უნდა ადამიანს იტაცებენ, სადაც უნდა ათავსებენ და აბუჩად გვიგდებენ, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებენ ძალიან ეშმაკურად და ბოროტულად.
ცდილობენ, ისედაც გაღიზიანებული ხალხს დაგვაშვებინონ დიდი შეცდომა და მოგვიწყონ პროვოკაცია, ამას ემსახურებოდა სწორედ ამ აქციის დაწყებამდე იმ ყველაფრის ჩადენა, რაც ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. მინდა მოგიწოდოთ, რომ დღეიდან იწყება ფართო დ ძალიან დიდი საპროტესტო მოძრობა, არაფერია იმაზე დიდი ძალის მატარებელი, ვიდრე ხალხმრავალი, ერთიანი, მტკიცე და უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა, ეს საპროტესტო მოძრაობა დაიწყო და არ დასრულდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებული, მიტაცებული არჩევნები",- თქვა ნიკა მელიამ