"საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესვლის საკითხი ლისაბონის სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში აისახება", - შესაბამისი განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა.
რასმუსენმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს კარი ღიაა და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. მანვე განმარტა, რომ რუსეთმა ნატოს გაფართოება საფრთხედ არ უნდა აღიქვას.
"აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს გაფართოებით რუსეთმა ეკონომიკური სარგებელი მიიღო და ქვეყნის დასავლეთით სტაბილური და უსაფრთხო მეზობლები შეიძინა", - განაცხადა რსმუსენმა.
შეგახსენებთ, რომ ლისაბონში ნატოს სამიტი 20 ნოემბერს გაიმართება.