"ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებსა და მასზე საზოგადოების მხრიდან გამოხმაურებებზე წერს.
"და აი, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე საქართველო ვერ გაერკვა, რას ნიშნავს ჭამა", - წერს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეო, სადაც მათივე ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებაა ასახული.