სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ასაჯაროვებს კადრებს, სადაც ასახულია მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეული ნაწილი
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პენიტენციური სამსახური ასევე აცხადებს, რომ ასაჯაროებს იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა.