დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ორშაბათიდან შესაძლოა ქვეყანაში ე.წ კოვიდ პასპორტები ამოქმედდეს.
"ალბათ ორშაბათს სააკორდინაციო საბჭოს შემდეგ გამოცხადდება გარკვეული ზომები, რომლითაც იმ გზას გავივლით, რაც გაიარა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ. ეს იქნება მწვანე პასპორტების გარკვეული ამოქმედება, ე.წ. კოვიდ პასპორტების სისტემა. მოგეხსენებათ იქ არ არის მხოლოდ აცრა, იქ არის არჩევანის საშუალება, შედის როგორც კოვიდის გადატანა, ასევე ორჯერადი აცრა და პისიარი ან სწრაფი ტესტირება, უბრალოდ ვადა ექნება განსხვავებული, სამ დღიანი "PCR" ტესტირება და ერთ დღიანი სწრაფი ტესტირება. ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც გამოიყენა ევროპის ყველა ქვეყანამ”,- განაცხადა პაატა იმნაძემ "ღამის კურიერში".