ჩვენ გვჭირდება მანდატი, რათა ვადამდელ არჩევნებს მივაღწიოთ და როდესაც დავაჭერთ ღილაკს ხელს ვადამდელ არჩევნებზე, ეს იყოს ჩვენი მონაწილეობით. მეორე, ჩვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი , - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, ამ აზრს იზიარებს მიხეილ სააკაშვილიც.
„მანდატების საკითხზე დღემდე ის პოზიციაა, რასაც მიხეილ სააკაშვილი იზიარებს. პირველი, ჩვენ გვჭირდება მანდატი, რათა ვადამდელ არჩევნებს მივაღწიოთ და როდესაც დავაჭერთ ღილაკს ხელს ვადამდელ არჩევნებზე, ეს იყოს ჩვენი მონაწილეობით. მეორე, ჩვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი და მასთან გვქონდეს კომუნიკაცია. ამ თემებთან დაკავშირებით მასთან საუბარი მქონდა. სააკაშვილი კვლავ იზიარებს იმ წერილის შინაარსს, რაც მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, იზიარებს არგუმენტებს, რაც დავასახელე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.