დიდმა ბრიტანეთმა, პირველმა, მსოფლიოში დაამტკიცა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი მოლნუპირავირი, რომელსაც კომპანია Merck&Co ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის ჯანდავის მინისტრი საჯიდ ჯავიდი Twitter-ით ავრცელებს.
მინისტრმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მოლნუპირავირის აბების მიღება ბრიტანელებს სახლში - კომფორტულ პირობებში შეუძლიათ.
მისი თქმით, წამალი დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა - წამლისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის კონტროლის სააგენტომ დაამტკიცა.
მარეგულირებელმა პრეპარატი უსაფრთხოდ და ეფექტიანად მიიჩნია. მოლნუპირავირი არის მედიკამენტი, რომელიც ვირუსის რნმ-ს დააზიანებს და მის რეპლიკაციას ხელს შეუშლის.
მანამდე, Merck&Co-მ მოლნუპირავირის აბების წარამტებული გამოცდის შესახებ განაცხადა, რომელიც 50 პროცენტით ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკს.
კომპანიამ ამერიკის მარეგულირებელს უკვე წარუდგინა განაცხადი პრეპარატის დასამატკიცებლად მისი საგანგებოდ გამოყენებისთვის.
მედიკამენტი, შესაძლოა, გახდეს მსოფლიოში პირველი ანტივირუსული დასალევი წამალი.