"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით პარლამენტს უკვე მიმართა. ხაზარაძის მიმართვა პარლამენტს დღეს წარედგინა.
საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საკითხზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე მოხდება. სწორედ ამ ფორმატში უყრიან კენჭს დადგენილების პროექტს.
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის საჭიროა 51 დეპუტატის ხმა.
მამუკა ხაზარაძემ მანდატის დატოვების შესახებ 31 ოქტომბერს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.