ვაქცინაციის დაწყების თარიღიდან 30 სექტემბრის ჩათვლით კორონავირუსით ორჯერ აცრილი 57 ადამიანი გარდაიცვალ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პირველი მიზეზი არის ამ ადამიანების ასაკი.
"ჩემ ასაკში კვდებიან პირველ რიგში,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა, რომ კორონავირუსი ქვეყანას დიდი ხანი არ მოშორდება, თუ ვაქცინაცია ამ ტემპით გაგრძელდა.
"სამწუხაროდ ასეთი ტალღები კიდევ გვექნება, ეს დაავადება ჩვენ არ მოგვშორდება. ცუდი პროგნოზი შეიძლება იყოს, რომ ბევრ ქვეყანას რომ მოშორდება, ჩვენ არ მოგვშორდება. ასეთი ტემპით თუ ავიცრებით სულ იქნება ეს კორონა. აქედან გამომდინარე ეს ციკლურობა იქნება, დაკლებაც რომაა 2-3 ათასამდე ჩამოდის და არა ასეულ შემთხვევებამდე”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ
შეგახსენებთ, 15 მარტიდან 30 სექტემბრამდე კორონავირუსით 5469 ადამიანი გარდაიცვალა. მათი მხოლოდ 1% იყო ორჯერადად აცრილი.