20-24 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, "გრატო პასაჟში" თბილისის მოდის კვირეული ჩატარდება.
თბილისის მოდის კვირეულის გაზაფხულ-ზაფხული 2011 წლის ჩვენებებში მონაწილეობას წამყვანი ქართველი დიზაინერები მიიღებენ.
თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა გამოფენები, შოურუმები, და მასტერკლასები. შოურუმები და აქსესუარების გამოფენა "რესიდონ ბლუ ივერიაში" მოეწყობა.
თბილისის მოდის კვირეულზე ჟურნალისტები და მოდის სფეროს პროფესიონალები მოწვეულები არიან საფრანგეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან.