საქართველოს ბანკი მომხმარებლის სიახლეებით მუდმივ წახალისებას განაგრძობს. პირველად საქართველოში, ბანკმა მომხმარებელს American Express-ის სადებეტო - PLUS ბარათი შესთავაზა.
PLUS ბარათი მაქსიმალურადაა მორგებული ყოველდღიურ საჭიროებებს. ბარათის მფლობელები ყოველი გადახდისას სხვადასხვა უპირატესობით ისარგებლებენ - დააგროვებენ გაზრდილი რაოდენობის PLUS ქულებს, მიიღებენ ფასდაკლებებს, cash back-ს და განსაკუთრებულ შეთავაზებებს.
კონკრეტულად, 50 ლარზე მეტის გადახდისას, მომხმარებელი SPAR Georgia-ში 5%-იან cashback-ს მიიღებს, Extra.ge-ზე ნებისმიერი შენაძენისას სამჯერ მეტ PLUS ქულებს დააგროვებს, ხოლო Wolt-ზე გარკვეული თანხის დახარჯვისას სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებს.
ბარათით გადახდა მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალით, ყველა პარტნიორ მაღაზიაშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ პირველი ბარათის აღება და ვადაგასული ბარათის განახლება უფასოა.
ციფრული ბარათის გააქტიურება რამდენიმე წამში, მობილბანკიდანვე, ხოლო ფიზიკური ბარათის აღება - ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.
„საქართველოს ბანკი მუდამ ცდილობს ახალი პროდუქტებით და შეთავაზებებით წარსდგეს. ამჯერად მომხმარებელს American Express-ის ტიპის ახალ სადებეტო PLUS ბარათს ვთავაზობთ. PLUS ბარათის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველდღიური გადახდების განხორციელებისას, მისი დახმარებით მნიშვნელოვნად მეტი დანაზოგის გაკეთება და PLUS ქულების დაგროვებაა შესაძლებელი. ამასთან, ბარათის მფლობელები შეძლებენ ბანკის პარტნიორ არაერთ მაღაზიაში, სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ფასდაკლებებით თუ აქციებით ისარგებლონ. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომხმარებელს მუდმივად ახალი, მათთვის საინტერესო შეთავაზებები მოვუმზადოთ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ბეჟიაშვილმა.
„2008 წლიდან, საქართველოს ბანკი American Express-ს მნიშვნელოვან პარტნიორობას უწევს, რის ფარგლებშიც შეიქმნა American Express-ის ქართული კომერციული ქსელი და გაიცა არაერთი პერსონალური და ბიზნეს საკრედიტო ბარათი. მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გვაქვს შესაძლებლობა, წარმოგიდგინოთ ახალი PLUS სადებეტო ბარათი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა მომხმარებელს მის მუდმივად ცვლად მოთხოვნილებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შევთავაზოთ",- აცხადებს ვივი გალანი, ვიცე პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი, ბიზნესის განვითარება, American Express-ის გლობალური ქსელური სერვისები.
მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3BKeytp
American Express-ის შესახებ:
American Express-ი გლობალურად ინტეგრირებული გადახდების კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ისეთ პროდუქტებს და გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და აუმჯობესებს ცხოვრებას. American Express-ი პარტნიორობს მსოფლიოში წამყვან ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა გამოსცეს American Express-ის ბრენდის პროდუქტები. მისი პარტნიორების, გლობალური ინფრასტრუქტურისა და ბრენდის ძლიერი მიმზიდველობით, American Express-მა კიდევ უფრო გააფართოვა ქსელის წვდომა მსოფლიოს მასშტაბით.