არ შევალთ სახლებში, სანამ არ დაინიშნება თავისუფალი არჩევნები და მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ზუგდიდში გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
ნიკა მელიას განცხადებით, ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. მისივე თქმით, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ოპოზიცია საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს.
"სახლებში ჩვენ არ შევალთ, არ შევალთ სანამ მოპარულ არჩევნებს არ დააბრუნებს, არ დაინიშნება თავისუფალი არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი და არ იქნება თავისუფალი",- თქვა ნიკა მელიამ.
ფოტო: AFP/Vano Shlamov