იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ბუსტერ დოზების ადმინისტრირება არ არის დაგვიანებული და ნოემბერ-დეკემბერი ამისთვის იდეალური პერიოდია.
"ჩვენ ცოტა გვიან დავიწყეთ ვაქცინაციის პროცესი, ასე რომ ჯერჯერობით არაფერი დაგვიანებული არ არის. აპრილში გვყავდა პირველი ადამიანები, რომლებმაც გაიკეთეს პირველი და მეორე დოზა. ასე რომ ზუსტად ახლა, ნოემბერი-დეკემბერი არის იდეალური პერიოდი ბუსტერის გასაკეთებლად. ასე რომ ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ ჩვენ არ მოვხსნით ასაკობრივ შეზღუდვას და დავუშვებთ ბუსტერს ასაკის მიუხედავად, აქ არის ლაპარაკი ფაიზერზე, ამიტომ საუბარია მხოლოდ ფაიზერის ვაქცინის გამოყენებაზე”, - ამბობს ივანე ჩხაიძე.