საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპყრობილიდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ემიგრანტებს მიმართავს. სააკაშვილის მიმართვა ჟურნალისტებთან ვალერი გელბახიანმა წაიკითხა.
სააკაშვილი, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, ემიგრანტებს დიდ გამარჯვებას ჰპირდება.
"მივმართავ ქართველ ემიგრანტებს, დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა, ვინც იბრძვის რუსთაველზე და დგას ჩემს ციხესთან. ვინც აქციებს აწყობს მთელ მსოფლიოში. გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ახლა მინდა, გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა. მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება. თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით. მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება. თუ ჩამოხვალთ, გპირდებით, აქედან გამარჯვებულები წახვალთ", - ნათქვამია წერილში.