შეზღუდვების გამკაცრებას არ ველოდები და პირადად მე არ ვემხრობი. ეს წარსულია, რადგან მან გამოიწვია ეკონომიკის უკანსვლა და ადამიანების ცხოვრების გაუარესება, მაგრამ ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე გამკაცრებას, - აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ტენგიზ ცერცვაძე.
მისი თქმით, კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 50 ათასის ფარგლებშია, რაც ძალიან მაღალი ციფრია საქართველოს ზომის ქვეყნისთვის.
„პირბადის ტარების პროცენტი 45-ია მაშინ, როცა ევროპაში და ამერიკაში, სადაც მოსახლეობა სრულად ვაქცინირებულია, პირბადის ტარების დონე 90%-ია; ხალხმრავალი შეკრებები, ქორწილები ქელეხები და დაბადების დღეები – ეს არ გვყოფნიდა, ახლა დაემატა პოლიტიკური აქციები. ახლა ვიღაც ჩასაფრებული ადამიანი მეტყვის, რომ თვითონ ხელისუფლებამ ჩაატარა ერთი დიდი აქცია. დიახ, ჩაატარა და ეს არ იყო კარგი, ისევე, როგორც ოპოზიციის მიერ ჩატარებული აქცია. კარგით, ხელისუფლებამ ერთი დიდი აქცია ჩაატარა, ოპოზიცია აანონსებს პერმანენტულ აქციებს, რაც სამედიცინო თვალსაზრისით კარგი არ არის. სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მოსახლეობა და ამ სამი მაჩვენებლიდან სამივე შემოატრიალოს.
შეღზუდვების გამკაცრებას არ ველოდები და პირადად მე არ ვემხრობი. ეს წარსულია, რადგან მან გამოიწვია ეკონომიკის უკანსვლა და ადამიანების ცხოვრების გაუარესება, მაგრამ ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე გამკაცრებას. ამაზე მე პირადად ვსაყვედურობ ხელმძღვანელობას, რომ ისინი არასკმარისად მკაცრად აკონტროლებენ რეგულაციების აღსრულებას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.