მე ჩემდათავად აქ, თქვენთან ვდებ ფიცს, რომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებად, რაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს ეს. სიცოცხლის დათმობის ფასადაც რომ დამიჯდეს, დიახაც, ეს ყველაფერი მოხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმში აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„იბადება შეკითხვა, რას აპირებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით? პირდაპირ გეტყვით, ბრძოლას ვაპირებთ მის გათავისუფლებამდე, ბოლომდე. როგორც ღირსეული საქართველოს მოქალაქის, რომელიც არის გამოკეტილი ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში უკანონოდ. როგორც ჩვენი თანამებრძოლისა და როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება, არ არის ჩვენი უბრალოდ სურვილი, ეს არის ვალდებულება. მე ჩემდათავად აქ, თქვენთან ვდებ ფიცს, რომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებად, რაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს ეს. სიცოცხლის დათმობის ფასადაც რომ დამიჯდეს, დიახაც, ეს ყველაფერი მოხდება. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც გადავარჩენთ, მასაც გავათავისუფლებთ, რადგან ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ღარიბაშვილის, ივანიშვილის გომელაურების და ლილუაშვილების გასასამართლებელი ამ სახელმწიფოს არ ყავს. მე მესმის ემოციების, მესმის დროის, რომელიც წიკწიკებს. გვინდა, რომ მისი გათავისუფლების აქტი მალე მოხდეს, ვიდრე დროში გაწელილი, მაგრამ მერწმუნეთ, მე პირადად მეგობრებთან ერთად, სხვა უფრო უპირატესი ამოცანა ამ ვითარებაში არ მაქვს. ვალდებული ვარ, ბევრი რაღაც სხვადასხვაგვარად განვსაზღვრო. უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს თქვენთან ერთად. ძალიან გთხოვთ, დაიჯეროთ, მთავარი ამოცანა ვიდრე მიღწეული არ იქნება, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს მოსვენებას არ მივცემთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.