ხვალ, 16 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ძველ თბილისში" საქართველოსა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი სემინარი გაიმართება.
სამინისტროს ინფორმაციით, სემინარის თემაა "ელექტრონული საზოგადოება და ინფრასტრუქტურა".'
სემინარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ კეკელია გახსნის.