"ველოდები საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც მკაფიო პოზიცია მე ჯერ არ მომისმენია. პირველი მოსმენით მივიღეთ ეს ცვლილებები. პირობა გაქვთ დადებული, ისევ როგორც ოპოზიციას აქვს პირობა დადებული, რომ ისინიც კენჭისყრაზე ამ დარბაზში შემოვლენ. ველოდები „ნაციონალურ მოძრაობას", „ლელოს" ფრაქციასაც და თითოეულ დეპუტატს, ვინც თვლის, რომ ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კოალიციური მმართველობა", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.
მისი თქმით, კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი გარანტია და არა ერთადერთი არის სრულად პროპორციული არჩევნები დაბალი ბარიერით.
„გთხოვთ დროულად გააკეთოთ განცხადება ამის თაობაზე იმიტომ, რომ არავის აღარ ჯერა ამის. მინდა მკაფიოდ მოვისმინო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს მომავალში დადგება მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ეს გვეცოდინება წინასწარ, რომ ბოიკოტში მყოფი ძალები, ძალები, რომლებიც მანდატის დატოვებაზე საუბრობენ ამდენი ხანია, ამ კენჭისყრაზე ამ დარბაზში იყვნენ. ამ ნაწილში ერთობლივად გვაქვს გასაკეთებელი და გადასადგმელი ეს ნაბიჯი, ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მომავალში მართლა ეყოლება ამ ქვეყანას კოალიციური მმართველობა", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.