AirBaltic Corporation -ის საქართველოში წარმომადგენლობითი ოფისს ხსნის. ლატვიური ავიაკომპანიის წარმომადგენლობა ოფიციალურად ხვალ,
16 ნოემბერს 12 საათზე (ფალიაშვილის 72 ნომერში) გაიხსნება.
ცერემონიალს მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
ავიაკომპანია AirBaltic Corporation -ი უკვე მეხუთე წელია რაც ახორციელებს ფრენებს საქართველოს მიმართულებით. კომპანა რიგის გავლით 70 სხვადასხვა მიმართულებით დაფრინავს.
კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ მათი ძირითადი პრიორიტეტია მაღალი ხარისხის მომსახურება და დაბალი კონკურენტუნარიანი ფასები.