ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე - ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში, რომელიც დღეს დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო მედიას.
"ქართველი ხალხი გამარჯვებულია და ივანიშვილი დამარცხებული. მანამდე ეუბნებოდნენ რა აზრი აქვს მოსვლას, მაინც ვერ მოიგებთო. მერე როცა მოიგეს, უბრალოდ გააბათილეს მოგება და ახლა არწმუნებენ, რა აზრი აქვს ქუჩაში გამოსვლას, მაინც არაფერი გამოვაო, არადა ერთადერთი, ივანიშვილს და მის ბანდას, სწორედ ჩვენი მრავალრიცხოვნების და მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ.
გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძმედილი ლიდერები, როგორიც განსაკუთრებით ნიკა მელიაა, ასევე რამდენიმე ძალიან გაბედული ლიდერი, რეგიონული ლიდერები და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, ძალიან გონიერი და ბრძოლისუნარიანი ლიდერები და მეორე: ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე," - ახადებს წერილში მიხეილ სააკავილი.