თბილისში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა დასრულებულია. ახალი პოლიგონი სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე 83 ჰექტარზე განთავსდა. ნაგვის გადამუშავება და მისი დახარისხება თანამედროვე ტექნოლოგიით მოხდება.
ტერიტორიაზე დამონტაჟდა ავტომობილების ასაწონი სასწორები, სათვალთვალო ვიდეოკამერები და აშენდა სამეურნეო და საოფისე შენობები.
ახალი პოლიგონის მშენებლობაზე 500-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გარემოსდაცვითი მონიტორინგი მუდმივად ჩატარდება, რათა მოსახლეობას ეკოლოგიური საფრთხე არ შეექმნას.
პარალელურად, უკვე დაიწყო გლდანისა და იაღლუჯის ნაგავსაყრელის კონსერვაცია, რაც ექვსი თვე გაგრძელდება.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს ახალი ნაგავსაყრელი დაათვალიერა და თანამედროვე ტექნიკას გაეცნო.