"ჩვენ მოგვიწევს კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რათა ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეთ.“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ერთიანობით ბიძინა ივანიშვილი იძულებული უნდა გახადოს, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
"ოპოზიცია ჩემი აზრით მხოლოდ ერთ ამოცანაში ვიქნებით ერთიანი, ჩვენ უნდა შევქმნათ გარემო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გახდება იძულებული დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ამას სჭირდება ჩვენი ხალხის პროტესტი შიგნით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა გარედან. ამას სჭირდება კომპლექსური ღონისძიებები გატარება, რათა ეს ორი კომპონენტი იქნას მოპოვებული, მათ შორის ოპოზიციას მოუწევს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება პარლამენტში მუშაობასთან დაკავშირებით.“ - განაცხადა ბობოხიძემ