საჭიროა სრული საყოველთაო დაუმორჩილებლობა, ყველა უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან, ადგილობრივი თვითმმართველობიდან, დაწყებული ზუგდიდიდან, დამთავრებული ლაგოდეხით, არავინ უნდა შევიდეს ხელისუფლების ნაწილში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, რათა ქვეყანაში მივიღოთ სრული პროპორციული ვადამდელი არჩევნები“.
„უმაღლესი საბჭოდანაც უნდა გამოვიდნენ. თუმცა, მე ვერ დავასწრებ, რადგან ლიდერები არიან, კოალიციაა, ეს ფორმატი შედგა. რას კადრულობს ივანიშვილი, აბაშიძესაც კი არ უკადრია ეს. 51%-იანი დიქტატურა საქართველოში არ გამოვა, ბელარუსია საქართველოში არ გამოვა, შეუძლებელია. საღამოს უნდა შევიკრიბოთ დედაქალაქში. ბრძოლა დღეს იწყება, რათა საქართველოში საბჭოთა კავშირი დასრულდეს“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.