ახლა გაჩერება არის დანაშაული, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, - განაცხადა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიულიმოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „მთავარი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 53%-ს არ უნდა შეეგუოს იმას, რისკენაც ბიძინა ივანიშვილს მიჰყავს ქვეყანა.
„თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ციფრები გაცილებით მეტია, იმიტომ რომ საოცრებები ჩაიდინეს. 2003 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, ამასთან შედარებით შევარდნაძე და მისი ჩატარებული არჩევნები, ფრთიანი ანგელოზები არიან. ესეთი არჩვენები საერთოდ არ ჩატარებულა საქართველოში, არასოდეს. საერთოდ, არ მგონია სადმე ჩატარდა ასეთი არჩევნები, ყველანაირი მეთოდები იყო გამოყენებული“, - თქვა ბურჯანამძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოება და ოპოზიცია, ამას არ უნდა შეეგუოს.
„ძალიან არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ვინაიდან საქართველოში არ არსებობს არც სასამართლო, არც ცენტრალური საარჩევნო კომისია და არც არანაიარი სხვა მექანიზმი, რომელიც კონსტიტუციაში არის გაწერილი, რჩება ერთადერთი კონსტიტუციური მექანიზმი, ეს არის სახალხო პროტესტის გამოხატვა, მათ შორის, და ალბათ უპირველესად ამ ვითარებაში, ქუჩაში. სხვა გამოსავალი არ რჩება. თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაინახა ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების, სამწუხაროდ, ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმაც არ დაინახეს ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების და ჩვენი შეუპოვრობა, მოდი, პირდაპირ ვთქვა, ნუ მოვთხოვოთ ნურც დასავლეთს ჩვენს მაგივრად იბრძოლოს“, - თქვა ბურჯანაძემ.