ბიძინა ივანიშვილმა, პუტინის ნამესტნიკმა, გარდა მშვიდობიანი რევოლუციისა სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე.
ამასთან, გიორგი ბარამიძემ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რადგან ის ახლა ცოცხალია საჭირო.
„ბიძინა ივანიშვილმა, პუტინის ნამესტნიკმა, გარდა მშვიდობიანი რევოლუციისა სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა. მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს ამ რეჟიმის სრულ იზოლაციას. ყველა მოქალაქემ ზურგი უნდა შეაქციოს ამ რეჟიმს. ყველაზე გვიან ზეგ უნდა გაიმართოს გრანდიოზული აქცია, გამოცხადდეს დაუმორჩილებლობა, და შემდეგ პერმანენტული რადიკალური, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, მაქსიმალურად ამ მორალურად სრულიად გაკოტრებული რეჟიმის პოლიტიკური, დიპლომატიური გაშიშვლება, იზოლაცია. რეჟიმი უნდა დავტოვოთ მარტო და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ის მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა თავისი თავდადებით და, რასაც ძალიან ცოტა თუ ელოდა. ამ კაცმა ჩვენ ყველას გვაჩვენა, როგორ უნდა სამშობლოსთვის თავგანწირვა“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.