არჩევნები გაუქმებულია. ბრძოლა იქნება უკომპრომისო - ამის შესახებ თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ ოპოზიციური კოალიცია მოქალაქეთა წინაშე კონკრეტული გეგმით წარსდგება.
"მოემზადეთ ძვირფასო თანამებრძოლებო, თანამემამულეებო, ევროპული დემოკრატიის ღირებულებების მოსურნე საქართველოს მოქალაქეებო, ძალიან საინტერესო, თუმცა მძიმე თავგადასავლისთვის, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება გამარჯვებისთვის და მანამ სანამ ამ ქვეყანაში არ მოვიპოვებთ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას. ხვალ ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვსდგებით თქვენს წინაშე. ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ბრძოლა იქნება ბოლომდე. პატრიული პოლიტიკა აღარ არსებობს და ჩვენი ამოცანაა, ეს კოალიცია კიიდევ უფრო ფართო გახდეს... ბიძინა ივანიშვილს ჩვენ მივეცით შანსი და მან ვერ გამოიყენა ეს შანსი, - ამბობს მელია.
შეგახსენებთ, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თითქმის ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება" იმარჯვებს.