ერი, რომელიც ვერ აკეთებს ელემენტარულ სწორ არჩევანს, არაა ღირსი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა - ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ნათელაშვილის მტკიცებით, მონის ფსიქიკა გამორიცხავს თავისუფლებასა და არჩევანის ჭეშმარიტებას.
"ამიტომ არ მოუთხოვია არასოდეს ილია ჭავჭავაძეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაგვიწერა კი ბედნიერი ერი და კაცია ადამიანი. ერი, რომელიც ვერ აკეთებს ელემენტარულ სწორ არჩევანს, არაა ღირსი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა. ბოდიში მხოლოდ ხალხის ოც პროცენტთან, მაგრამ როგორც ვხედავთ სარეველა უფრო ძლიერი და მრავალრიცხოვანია.მონის ფსიქიკა გამორიცხავს თავისუფლებასა და არჩევანის ჭეშმარიტებას", - წერს ნათელაშვილი.