საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილის შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის უმაგალითო პროტესტმა დიდი გავლენა მოახდინა ამომრჩევლის მობილიზაციაზე, რაც შედეგზე დადებითად აისახა.
"მიშა მე ვთვლი რომ შენმა შიმშილობის 30 დღიანმა უმაგალითო პროტესტმა დიდი გავლენა მოახდინა ამომრჩევლის მობილიზაციაზე, რაც შედეგზე დადებითად აისახა. დროა შეწყვიტო პროტესტის ეს ფორმა და ძალები მოიკრიფო. ხალხს გვერდზე დგომა სჭირდება",-წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.