მერწმუნეთ, რომ მე ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი. კანდიდატსაც მივმართავ, რომ მისი მერიც ვიქნები და დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო, - აცხადებს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია.
"დიდი მადლობა, ჩემო ზუგდიდელებო იმ მხარდაჭერისა და სიმამაცისთვის, რაც დღეს გამოიჩინეთ. მერწმუნეთ, რომ მე ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი. კანდიდატსაც მივმართავ, რომ მისი მერიც ვიქნები და დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო. მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომლებიც 2 თვის განმავლობაში არ მომშორებიან გვერდიდან და იბრძოდნენ ვაჟკაცურად.
მადლობა მინდა მოვახსენო ჩემს უძვირფასეს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს იმ თანადგომისთვის, იმ სიყვარულისთვის რასაც მე ვგრძნობდი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში. მადლობა ყველას და მერწმუნეთ მე გავამართლებ თქვენ ნდობას, - ამბობს ანზორ მელია.