ჩემი ღრმა რწმენით, ვიცით რა წინასწარი განწყობები, დღეს ყველგან, 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე საუბრისას განუცხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საერთო ეროვნული არჩევნები ჩვენ მოვიგეთ. მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს და ასევე წააგეს 44 მუნიციპალიტეტში. ჩემი ღრმა რწმენით, ვიცით რა წინასწარი განწყობები, დღეს ყველგან, 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.