საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, დაკვირვების მიზნით საარჩევნო უბნებს სტუმრობს.
კარლ ჰარცელმა განცხადება 23-ე სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანთან გააკეთა და ხაზი გაუსვა არჩევნების მშვიდ ვითარებაში და დარღვევების გარეშე ჩატარების მნიშვნელობას.
"დღეს არის არჩევნების დღე და არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე, მე და ჩემნაირებმა, არამედ არის ის მომენტი, როდესაც ხალხმა თავად უნდა გააკეთოს პოლიტიკა. არჩევნების დროს არა უმრავლესობა წყვეტს რა უნდა გააკეთოს ქვეყანაში, არამედ ის, ვინც მოვა არჩევნებზე და ხმას მისცემს კანდიდატს. ამიტომ მე მოვუწოდებ ამომრჩეველს მოვიდეს და ხმა მისცეს. მე ვუსურვებ ყველა ამომრჩეველს, რომ შეძლონ არჩევანის გაკეთება მშვიდ და მშვიდობიან გარემოში, ასევე მედიის წარმომადგენლებს, რომ იმუშაოთ მშვიდ გარემოში და მადლობა მოვუხადო ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ საარჩევნო სისტემაში“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირი აქტიურად მუშაობს და დახმარებას უწევს საქართველოს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა. ასევე კარლ ჰარცელმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ პოლიტიკური გარემო პოლარიზებულია და მწვავე რიტორიკა ახლავს თან:
"ევროკავშირი დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი გაუმჯობესებს და ეხმარება საქართველს, რომ ეს პროცესი იყოს სანდო, ამასთან მინდა დავაფიქსირო წუხილი რომ არის პოლარიზაცია, რომელსაც სდევს მწვავე რიტორიკა," - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.