ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა ყოფილი პოლიციელი ამირან ჯანაშია დააკავეს. მას გამოძიება იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავება.
ამირან ჯანაშია იმ დროს დააკავეს, როცა ის თბილისიდან სენაკის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ის ფოთის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
ადგილზე არიან ოპოზიციის წარმომადგენლები შეკრებილები და მომხდარს აპროტესტებენ. მათი თქმით ჯანაშიას იარაღი ჩაუდეს.