აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბაიდენი მონაწილეობას მიიღებს დიდი ოცეულის სამიტზე რომში, რომელიც 30-31 ოქტომბერს გაიმართება. G20-ის ქვეყნების ლიდერები განიხილავენ პანდემიას, კლიმატის ცვლილებებსა და მსოფლიო ეკონომიკის საკითხებს.
შემდეგ ბაიდენი გაემგზავრება გაეროს ორდღიან კონფერენციაზე კლიმატ COP26-ის საკითხზე შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, რომელიც 1 ნოემბერს დაიწყება.
თუმცა, პრეზიდენტი ჯერ რომის პაპს ფრანცისკეს შეხვდება.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეკ სალივანმა განაცხადა, ბაიდენი თავის თვზე აიღებს ლიდერის როლს ფორუმებზე, სადაც არ იქნებიან პირადად არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი და არც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
რომში ერთ-ერთი ცენტრალური თემა იქნება უფრო აგრესიული ღონისძიებების რეალიზება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.
"დიდ ოცეულზე", რომელშიც შედის ევროკავშირის 19 უმსხვილესი ეკონომიკა, მოდის მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი, მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტი და სათბურის გაზების გამონაბოლქვის 75 პროცენტი.
მოსალოდნელია, რომ ქვეყნები ისაუბრებენ დამატებით ზომებზე გამონაბოლქვის შემცირებასთან დაკავშირებით, რათა შეასრულონ 2015 წლის პარიზის კლიმატური შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულება.