"ნაციონალური მოძრაობის'', სენაკის მერობის კანდიდატი კობა ნაყოფია აცხადებს, არჩევნებში გაიმარჯვებს, რაშიც დარწმუნებულია.
ამასთან, ნაყოფიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არჩევნების შემდეგ უკრაინაში გამგზავრებას გეგმავს.
"იმდენად უჭირთ უკვე, რომ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს უკრაინაში მივდივარ, სადღაც ვინიშნები. პრემიერ ღარიბაშვილის ტალღას აზიან დღემდე. მინდა ვთხოვო ამ ადამიანებს, რომ დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ, მე დღეს სენაკში ვარ. რამოდენიმე სოფელში დღეს დილიდან ვხვდები უამრავ ადამიანს, ძალიან კარგად ვგრძნობ სენაკელების განწყობას. 30 ოქტომბერს მე ვიმარჯვებ, ეს ვიცი ზუსტად. ვიმარჯვებ სენაკის არჩევნებში 30 ოქტომბერს და 31 ოქტომბრიდან ჩვენ ვიწყებთ დიდ განვითარებას სენაკის მუნიციპალიტეტის", - ამბობს კობა ნაყოფია.