წარმომადგენლობითი სახალხო კრება პარლამენტის შენობის წინ 25 ნოემბერს ჩატარდება. ამის შესახებ სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, ეკონომიკის სამინისტროსთან, განაცხადეს.
მათი თქმით, სპორტის სასახლის მსგავსად, ვერც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვერ მიიღეს კრების ჩატარების უფლება, ამიტომ კრებას პარლამენტის წინ გამართავენ.
"პარლამენტის შენობასთან, კრების ჩატარებას წინ ვერაფერი დაუდგება. 25 ნოემბრიდან დავიწყებთ ყველანაირი ხერხით ბრძოლას ტოტალური რეჟიმის წინააღმდეგ",- განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ნონა გაფრინდაშვილმა და დასძინა, რომ კრების საინიციატივო ჯგუფი თბილისის მერიაში გაფრთხილების შესახებ განაცხდას 5 დღით ადრე შეიტანს.
ცნობისათვის, ეკონომიკის სამინისტროსთან დღეს იმყოფებოდნენ სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრები, ასევე, ბურჯანაძის თანაგუნდელი ელდარ კურტანიძე, საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს დამფუძვნებელი" - ეკა ბესელია. აღნიშნული პირები სამინისტროსგან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სახალხო კრებისთვის დათომაბაზე პასუხს ითხოვდნენ.