საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.
ელჩი დეგნანის თქმით, მოხარულები არიან, რომ არსებობს მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
"რასაკვირველია, ყველას გვაშფოთებს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როდესაც საკითხი ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა და მოხარულები ვართ, რომ არსებობს მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს მის მდგომარეობას, ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით მის მდგომარეობას", - თქვა დეგნანმა.