მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია, რომელმაც რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
"ბიძინა ივანიშვილს მივმართავ კვლავ, მეტი მემგონი არავისთან სალაპარაკო არ დაგვრჩა. მოშიმშილე სააკაშვილი არის მხნედ, თავისუფლად, მოკითხვას გითვლით და გაფრთხილებთ, რომ თქვენს კისერზე ყულფი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება. ამიტომ, დაიბრუნეთ ადეკვატურობა და მიიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება, - ამბობს ნიკა გვარამია.